ლოგისტიკური სერვისების გაყიდვების სპეციალისტი — Hegelmann Multimodal Georgia

samushao.ge
Hegelmann Multimodal Georgia გთავაზობთ კარიერას

ლოგისტიკური სერვისების გაყიდვების სპეციალისტი

₾ფიქსირებული + ბონუსური სისტემა ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

Hegelmann Multimodal Georgia გთავაზობთ კარიერულ წინსვლას

კარიერული გზა

  1. ლოგისტიკური სერვისების გაყიდვების სპეციალისტი

    ₾ფიქსირებული + ბონუსური სისტემა

  2. Senior Sales Manager

    შეთანხმებით

  3. Business Development Manager

    შეთანხმებით

  4. Head of Sales

    შეთანხმებით

საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Hegelmann Multimodal Georgia აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკური სერვისების გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი პარტნიორებისა და მომხმარებლების აქტიური მოძიება, საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;
  • პარტნიორ კომპანიებთან და არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
  • მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება, პროფესიული კონსულტაციის გაწევა და მათთვის ოპტიმალური ლოგისტიკური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • ბაზრის კვლევა, პოტენციური მომხმარებლების იდენტიფიცირება, მომხმარებელთა ბაზის შექმნა, მუდმივი განახლება და ეფექტიანი მართვა;
  • კომპანიის ლოგისტიკური სერვისების გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
  • კომერციული და საფასო შეთავაზებების მომზადება;
  • მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება და განახლება;
  • საოპერაციო გუნდთან ეფექტური კოორდინაცია, შესრულებული საქმიანობის ანალიზი და რეგულარული რეპორტინგი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ლოგისტიკის ან/და მიწოდების ჯაჭვის მართვის მიმართულებით;
  • საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • B2B გაყიდვების წარმატებით წარმოების გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა (სავალდებულოა);
  • MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის ეფექტურად გამოყენების უნარი.

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინიციატივიანობა და პროაქტიული მიდგომა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. 145

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი – პარასკევი
  • 10:00 – 19:00( შესვენების ჩათვლით)
  • კვირაში 5 სამუშაო დღე (8-საათიანი სამუშაო დღე)
  • დასვენების დღეები: შაბათი და კვირა

ანაზღაურება:

ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვებზე დაფუძნებული ბონუსური სისტემა.

Hegelmann Group-ში მუშაობის უპირატესობები:

  • საერთაშორისო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში;
  • გამჭვირვალე კორპორაციული კულტურა;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობები;
  • კონკურენტული ანაზღაურება და სოციალური პაკეტი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ