ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერი
შპს "Premium Logistics International" საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი მომხმარებლების მოძიება და ბაზების განახლება;
- სანდო პარტნიორების მოძიება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- ინდივიდუალური კომერციული შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაციების ჩატარება;
- შეკვეთების მიღება, გაფორმება და ოპერატიული კონტროლი;
- გაყიდვების შემდგომ დამკვეთთან კომუნიკაცია;
მოთხოვნები:
- სასურველია ერთი ან რამდენიმე უცხო ენის ცოდნა (რუსული, ინგლისური ან თურქული);
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
აუცილებელი უნარები:
- კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
სამუშაო პირობები:
- ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №132
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი გამოცდილების მიხედვით + ბონუსი გაყიდვებიდან