ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერი
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით აშშ-დან და ჩინეთიდან საქართველოში, ასევე საქართველოდან აშშ-სა და ჩინეთში, ძირითადად საზღვაო გადაზიდვებზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოძიება და გაყიდვების განვითარება;
- მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- სატვირთო გადაზიდვების შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
- საზღვაო, საჭიროების შემთხვევაში კი საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვების კოორდინაცია;
- ტვირთების გადაადგილების პროცესის კონტროლი;
- კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- საერთაშორისო ლოგისტიკის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
- გაყიდვების გამოცდილება (აუცილებელია);
- საზღვაო გადაზიდვების პროცესების კარგი ცოდნა;
- ოპერაციული პროცესების ცოდნა: იმპორტი/ექსპორტი, დოკუმენტაცია, გადაზიდვის ეტაპები და განბაჟება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა და შედეგზე ორიენტირებულობა.