კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამმართველოს უფროსი
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამმართველოს უფროსის ვაკანსიაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:- სამმართველოს საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და ზედამხედველობა;
- ეკონომიკური, სექტორული, რეგიონული ან სხვა ტიპის კვლევების ხელმძღვანელობა;
- ეკონომეტრიკული და სტატისტიკური ანალიზის მეთოდოლოგიების შემუშავება;
- პროგნოზირების და მონაცემებზე დაფუძნებული შეფასების სისტემების შემუშავება და გაუმჯობესება;
- კვლევითი პრიორიტეტებისა და ანალიტიკური მიმართულებების განსაზღვრა;
- კორპორაციის მონაცემთა მართვის სტანდარტებისა და ანალიტიკური ჩარჩოების გაუმჯობესება;
- სტრატეგიული განვითარების ჯგუფთან ერთად მენეჯმენტისთვის სტრატეგიული ანალიტიკური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა;
- საერთაშორისო პრაქტიკების და ეკონომიკური ტენდენციების ანალიზი;
- კვლევითი და ანალიტიკური პროექტების კოორდინაცია სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;
- მონაცემთა ვიზუალიზაციისა და რეპორტინგის სისტემების შექმნის უზრუნველყოფა.
განათლება:
მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის, ეკონომეტრიკის, მათემატიკის, სტატისტიკის, მონაცემთა მეცნიერების, ფინანსების ან სხვა რელევანტური მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:
- 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ეკონომიკური კვლევის, მონაცემთა ანალიზის ან სტატისტიკური მოდელირების მიმართულებით;
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციებზე;
უნარები:
- ეკონომეტრიკისა და სტატისტიკური მოდელირების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ეკონომიკური კვლევისა და ანალიტიკური მეთოდოლოგიების ცოდნა;
- დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
- პროგნოზირების და ტენდენციების ანალიზის გამოცდილება;
- ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
- კვლევითი დოკუმენტების მომზადების გამოცდილება;
- ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი;
- მონაცემთა დამუშავების ან სტატისტიკური პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მაგალითად, STATA, R, Python, SQL და ეკონომეტრიკული მოდელირების სხვა ინსტრუმენტები);
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 ივლისი.