კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამმართველოს ანალიტიკოსი — საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია

კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამმართველოს ანალიტიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამმართველოს ანალიტიკოსის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ეკონომიკური, სექტორული და ფინანსური კვლევების განხორციელება;
  • ბაზრების, სექტორებისა და ეკონომიკური ტენდენციების ანალიზი;
  • პროგრამების, მექანიზმებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ეფექტიანობის შეფასება;
  • საერთაშორისო პრაქტიკებისა და პოლიტიკის ინსტრუმენტების კვლევა;
  • ანალიტიკური და კვლევითი ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება;
  • ბიზნესის საჭიროებებისა და ბაზრის მოთხოვნების კვლევა;
  • კონკრეტული სექტორების განვითარების შესაძლებლობებისა და გამოწვევების შეფასება;
  • მონაცემთა დამუშავება, ანალიზი და ვიზუალიზაცია;
  • ანალიტიკური მასალების მომზადება;
  • ეკონომიკური და სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, სტრუქტურირება და ანალიზი.

განათლება:

ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, მათემატიკის, სტატისტიკის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება კვლევის, ეკონომიკური ანალიზის, ფინანსური ანალიზის ან მონაცემთა ანალიზის მიმართულებით.
  • ძლიერი ანალიტიკური და კვლევითი უნარები;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის უნარები;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • კვლევითი ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • აქვთ ეკონომიკური ან ფინანსური მოდელირების გამოცდილება.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც: აქვთ გამოცდილება შემდეგ პროგრამებში მუშაობის: Power BI, SQL, STATA/SPSS.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 ივლისი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ