კვლევის და მონაცემთა ანალიზის სამმართველ. მონაცემთა მეცნიერი
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამმართველოს მონაცემთა მეცნიერის ვაკანსიაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:- კორპორაციის მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, კონტროლი და მხარდაჭერა;
- პროგრამული ბაზების გამართულობისა და მონაცემთა ხარისხის მონიტორინგი;
- მონაცემთა დამუშავება, გაწმენდა, სტრუქტურირება და ანალიზი;
- ავტომატიზებული რეპორტინგისა და დეშბორდების შექმნა;
- SQL მოთხოვნების, მონაცემთა მოდელებისა და ანალიტიკური ცხრილების შექმნა;
- Power BI და სხვა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების გამოყენებით ანგარიშგების სისტემების შექმნა;
- კორპორაციის სხვადასხვა ერთეულისთვის მონაცემთა მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- საჯარო ინფორმაციის მომზადება და გაცემა დაფიქსირებული მოთხოვნების შესაბამისად;
- IT და პროგრამული უზრუნველყოფის გუნდთან კოორდინაცია მონაცემთა არქიტექტურისა და ბაზების მიმართულებით.
განათლება:
ბაკალავრის ხარისხი მონაცემთა მეცნიერების, კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნეს ადმინისტრირების, სტატისტიკის, ეკონომიკის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:
3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ანალიზის, მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ან მონაცემთა ადმინისტრირების მიმართულებით.
უნარები:
- დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- Excel, SQL, Power BI-ს მაღალ დონეზე ცოდნა;
- მონაცემთა სიზუსტისა და ხარისხის კონტროლის უნარი.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 ივლისი.