კვებისა და სასმელების მენეჯერი- კარდანახი — სასტუმრო ამპელო

სასტუმრო ამპელო — ლოგო
სასტუმრო ამპელო

კვებისა და სასმელების მენეჯერი- კარდანახი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "ამპელო" აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: კარდანახი

ფუნქცია/მოვალეობები:

  • რესტორნის მიმტანებისა და ბარმენების გუნდის მართვა და განვითარება;
  • რესტორნისა და ბარის მარაგების მართვა და მონიტორინგი;
  • რესტორნის სერვისის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • სამზარეულოს საჭიროებიდან გამომდინარე, შესასყიდი პროდუქციის სიის შედგენა;
  • შესყიდვების მართვა და მონიტორინგი;
  • ბიუჯეტირება და დამტკიცებული ბიუჯეტის მონიტორინგი;
  • დღის ნავაჭრის მონიტორინგი;
  • თანამშრომლების შერჩევა, მართვა და ტრენინგების ორგანიზება;
  • შეფ-მზარეულთან ერთად მენიუს კალკულაციების შედგენა და პროგრამული უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის მოწოდების უწყვეტობისა და ხარისხიანობის უზრუნველყოფა;
  • ღონისძიებების მართვა, საჭიროების შემთხვევაში დამატებით თანამშრომლების მოძიება;
  • სხვადასხვა არასტანდარტული ღონისძიებებისთვის პროდუქციის მომარაგება და მონიტორინგი;
  • Housekeeping და Front office დეპარტამენტებთან მჭიდრო კომუნიკაცია;
  • ყოველთვიური რეპორტინგი გაყიდვების, ხარჯებისა და ფასებთან დაკავშირებით, უშუალო ხელმძღვანელთან;
  • Fina-ში მუშაობა/მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:

  • აუცილებელია საერთაშორისო/ბრენდულ სასტუმროში F&B პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • FINA პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა;
  • MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel -ის ცოდნა;
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: კახეთი;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილებიდან გამომდინარე;
  • გრაფიკი: 5 დღე (2 დასვენების დღე, გარდა პარასკევი-შაბათი-კვირისა);
  • ბენეფიტები: საცხოვრებელი, კვება.