კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერი- გუდაური
Landmarker Group-ს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ქართულ სასტუმრო ინდუსტრიაში. ჩვენი ისტორია გუდაურში მდებარე ისტორიული სასტუმრო "მარკო პოლოთი" იწყება და დღეს უკვე მოიცავს სასტუმროებს, როგორც გუდაურში, ისე თბილისში, ჰოსტელებს, შალეებსა და après-ski სივრცეებს.
კომპანია ერთიან ბრენდად 2009 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ მუდმივ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი კულტურის პატივისცემა და ადამიანზე ორიენტირებული სტუმარმასპინძლობა. Landmarker Group-ში მუშაობა ნიშნავს საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას - ხელი შევუწყოთ ადამიანებისა და ადგილების დაკავშირებას.
ჩვენი ქვე-ბრენდებია:
- სასტუმრო მარკო პოლო გუდაური
- სასტუმრო ალპინა გუდაური
- ხადა ჰოსტელი
- ხიჟინა
- პურის მოედანი ბუტიკ სასტუმრო
- ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი
ყოველი ობიექტი თავის უნიკალურ ისტორიას ჰყვება. ამ ისტორიებს კი ის ადამიანები ქმნიან, ვინც Landmarker Group-ის ნაწილია.
"Landmarker Group" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერი სასტუმრო მარკო პოლოსთვის
ფუნქცია-მოვალეობები:
- კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა და მონიტორინგი, მომსახურების ხარისხისა და სტუმრის კმაყოფილების მუდმივი კონტროლი;
- სასტუმროს რესტორნის, ბარის, Room Service-ისა და საბანკეტო მიმართულებების ეფექტური და კოორდინირებული მართვა;
- საოპერაციო პროცესების გამართულად მიმდინარეობის უზრუნველყოფა სასტუმროს მენეჯმენტთან, შეფ-მზარეულთან და შესაბამისი მიმართულებების პასუხისმგებელ პირებთან კოორდინაციით;
- F&B მიმართულების შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიის ჩამოყალიბება და განხორციელება, გაყიდვების ზრდისა და ბიუჯეტის შესრულების მიზნით;
- მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან თანამშრომლობით სპეციალური შეთავაზებების, სეზონური ინიციატივებისა და ღონისძიებების დაგეგმვა;
- F&B დეპარტამენტის ბიუჯეტირება, ფინანსური რეპორტების დამუშავება და გაყიდვების, ხარჯებისა და პროდუქტიულობის მუდმივი მონიტორინგი;
- კვებისა და სასმელების მიმართულების ხარჯების, მათ შორის საკვები პროდუქტების, სასმელებისა და შრომითი დანახარჯების ეფექტური მართვა;
- F&B გუნდის მართვა, თანამშრომელთა შეფასება, სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა, უკუკავშირის გაზიარება და თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვა;
- ახალი თანამშრომლების შერჩევისა და ონბორდინგის პროცესში მონაწილეობა HR გუნდთან თანამშრომლობით;
- თანამშრომელთა ტრენინგებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის ორგანიზება მომსახურების ხარისხისა და მაღალი სტანდარტების შენარჩუნების მიზნით;
- შეფ-მზარეულთან თანამშრომლობით მენიუების განვითარება და განახლება გაყიდვების, ბაზრის მოთხოვნის, სტუმრების უკუკავშირისა და სეზონურობის გათვალისწინებით;
- სტუმრების უკუკავშირის მონიტორინგი, პრობლემებზე დროული რეაგირება და სტუმრის გამოცდილების გაუმჯობესება;
- ინვენტარისა და მარაგების მართვა, დანაკარგებისა და გადაცდომების კონტროლი;
- შესყიდვების პროცესის მართვა, საჭიროებების ინიცირება და მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- სერვისისა და სამზარეულოს გუნდების კოორდინირებული მოქმედების ხელშეწყობა საბანკეტო და სპეციალური ღონისძიებების ფარგლებში;
- HACCP-ის, სურსათის უვნებლობის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- F&B მიმართულების საოპერაციო პროცესების მუდმივი გაუმჯობესება და ახალი ინიციატივების განხორციელება.
პირობები:
- სამუშაო ადგილი - კურორტი გუდაური
- სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
- სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- F&B მიმართულებით სერვისის მენეჯერის, F&B მენეჯერის და/ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- რესტორნის, ბარის, Room Service-ისა და/ან საბანკეტო მიმართულებების მართვის გამოცდილება;
- გუნდის მართვის და განვითარების გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- ძLიერი კომუნიკაციური და ლიდერული უნარები;
- სტუმარმასპინძლობის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
რატომ უნდა გახდე ჩვენი გუნდის წევრი?
- ერთიანი მიზნის მიღწევაში წვლილის შეტანა - Landmarker-ში თქვენ ხართ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი - ქმნით ისეთ ადგილს, სადაც ადამიანები და ისტორიები ერთმანეთს ხვდებიან.
- განვითარების შესაძლებლობა სხვადასხვა ლოკაციაზე - გუნდის წევრობა გაძლევთ შესაძლებლობას - გადახვიდეთ სხვა ობიექტზე, სხვა ლოკაციაზე, მიიღოთ ახალი გამოცდილება და განავითაროთ თქვენი უნარები სხვადასხვა ტიპის გარემოში.
- ბენეფიტები, რომლებიც თქვენზეა მორგებული - სპეციალური ფასები Landmarker-ის სხვა სასტუმროებში, პიროვნული განვითებისთვის განკუთვნილი შესაძლებლობები და ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც თქვენს კეთილდღეობაზე ზრუნავს - ჩვენ თქვენს პროფესიულ ზრდას და ყოველდღიურ კომფორტსაც ვაფასებთ.
- პოზიციის ბენეფიტები - ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული სასაუბრო დრო, კონკურენტული ხელფასი გამოცდილების მიხედვით.