კვების ტექნოლოგი
ჩვენ ვართ ინოვაციური საკვები პროდუქტების ბრენდი "NURA", რომელიც ქმნის მუხუდოზე დაფუძნებულ ჯანსაღ და განსხვავებულ პროდუქტებს — ხუმუსს, შოკოლადის სპრედებსა და სხვა თანამედროვე healthy food კატეგორიის პროდუქტებს.
პოზიციის აღწერა:
ვეძებთ გამოცდილ კვების ტექნოლოგს საკონსულტაციო ფორმატში, რომელიც დაგვეხმარება პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაში, ტექსტურისა და shelf life-ის ოპტიმიზაციაში, ახალი პროდუქტების განვითარებაში, ასევე საწარმოო პროცესებისა და საჭირო დანადგარების სწორად დაგეგმვაში.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- პროდუქტის ტექსტურის, სტაბილურობისა და გემოს გაუმჯობესება
- რეცეპტურების დახვეწა და ახალი პროდუქტების შექმნა
- პროდუქტის ტენიანობის, pH-ისა და shelf life-ის მართვა
- ემულსიებისა და სტრუქტურის სტაბილურობის ოპტიმიზაცია
- საწარმოო პროცესების დაგეგმვა და გაუმჯობესება
- საჭირო დანადგარებისა და ტექნიკური აღჭურვილობის შერჩევაზე კონსულტაცია
- წარმოების ტექნოლოგიური ხაზის ოპტიმიზაციის რეკომენდაციები
- ბუნებრივი ინგრედიენტებით სტაბილური და ხარისხიანი პროდუქტის შექმნაში მხარდაჭერა
მოთხოვნები:
- გამოცდილება კვების ტექნოლოგიაში
- სასურველია გამოცდილება spreads / sauces / hummus / plant-based პროდუქტების მიმართულებით
- food chemistry-ის საფუძვლების ცოდნა (ტენიანობა, pH, ემულსიები, სტაბილურობა)
- shelf life-ისა და პროდუქტის უსაფრთხოების საბაზისო ცოდნა
- საწარმოო დანადგარებისა და ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა იქნება უპირატესობა
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი
თანამშრომლობის ფორმატი:
- Part-time / საკონსულტაციო ჩართულობა
- მოქნილი გრაფიკი
- შესაძლებელია პროექტული ან გრძელვადიანი თანამშრომლობა
რას გთავაზობთ:
- მუშაობა ინოვაციურ და სწრაფად მზარდ ბრენდზე
- შესაძლებლობა რეალურად იმოქმედოთ პროდუქტის განვითარებაზე
- თავისუფალი და მოქნილი სამუშაო ფორმატი
- ახალი healthy food კატეგორიის შექმნაში მონაწილეობა
როგორ გამოგვეხმაუროთ:
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და მოკლე აღწერა თქვენი გამოცდილების შესახებ ელფოსტაზე: info@sulainternational.ge ან დაგვირეკეთ +995 593 119 865.