ხორცის სნექებისა და შებოლილი პროდუქციის საწარმოში მზარეული- ბათუმი
კომპანია "Maximus" — საქართველოში კრაფტული ლუდის ბაზრის ლიდერი, წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით აცხადებს მიღებას ხორცის სნექებისა და შებოლილი პროდუქციის საწარმოში მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ლოკაცია: ბათუმი, სალიბაური
- ანაზღაურება: 1 400 ლარი თვეში
- სამუშაო გრაფიკი: 5/2
ძირითადი მოვალეობები:
- ხორცის ნედლეულის მომზადება წარმოებისთვის
- მარინადების მომზადება ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით
- პროდუქციის ხარშვა, მარინირება და შებოლვა
- მზა პროდუქციის დაჭრა და შეფუთვა
- რეცეპტურისა და ტექნოლოგიური პროცესების დაცვა
- HACCP-ისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
- სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მზარეულად ან კვების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- რუსული ენის სავალდებულო ცოდნა
- პასუხისმგებლობა, დისციპლინირებულობა და სიზუსტე
- გუნდში მუშაობის უნარი
- სწავლისა და განვითარების სურვილი
ჩვენ გთავაზობთ:
- ოფიციალურ დასაქმებას
- წარმოების ტექნოლოგიების შესწავლას
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - შრომითი ნებართვისა და ბინადრობის ნებართვის (ბინადრობის მოწმობის) მიღებაში მხარდაჭერას