ქსელური მიმართულების გაყიდვების სპეციალისტი- ბათუმი — ბი-ემ-ესი

ბი-ემ-ესი

ქსელური მიმართულების გაყიდვების სპეციალისტი- ბათუმი

₾1800 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას ქსელური მიმართულების გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი

სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე. ორშაბათი - პარასკევი: 09:00 სთ-დან 18:00 სთ.

ანაზღაურება: ფიქსირებული 1800 ლარი; ბონუსი: 1100 ლარი; მანქანის ცვეთის თანხა 150 ლარი, საწვავი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების გეგმების შესრულება, მიმართულების ზრდის სტრატეგიის შემუშავება და კონტროლი.
  • გუნდის გაყიდვების ანალიზი, პარტნიორების ბრუნვის (ზრდა/კლება) მონიტორინგი, ტოპ პროდუქტების გაყიდვების ანალიზი.
  • ხელშეკრულების პირობების შესრულება, შეკვეთების მიღება და დამუშავება, საკითხების მოკვლევა და დეტალების დაზუსტება.
  • შეკვეთების გენერირება და საოპერაციო განყოფილებისთვის მიწოდება, მარაგების უზრუნველყოფა და მონიტორინგი.
  • ობიექტებზე სტანდარტების დაცვა, ფოტო რეპორტების ანალიზი, სავაჭრო ობიექტებზე ვიზიტები, ფასების და მარაგების კონტროლი.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების (პრომოუტერი, მერჩენდაიზერი) მართვა, შეფასება, მოტივირება და ტრენინგების ორგანიზება.
  • ხელფასისა და ბონუსის კალკულაციისთვის რეპორტების მომზადება, პარტნიორებთან კომუნიკაცია ზედნადებებსა და შედარების აქტებთან დაკავშირებით.

მოთხოვნები:

  • სასურველია სადისტრიბუციო კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
  • სასურველია უმაღლესი განათლება.
  • გაყიდვების ტექნიკების ცოდნა, 1C და MS Excel-ის ფლობა (სასურველია), უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
  • აუცილებელია პირადი მანქანის ყოლა.