ქსელის მერჩენდაიზერი
შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართული ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქსელის მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებში ასორტიმენტის წარმოდგენის კონტროლი, ბარამბოს წინასწარ განსაზღვრული სტანდარტის მიხედვით;
- სარეკლამო მასალების სწორი განთავსება/მონიტორინგი;
- სხვადასხვა პრომო აქციების აქტიური მხარდაჭერა;
- მუდმივი რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
სამუშაო პირობები: გრაფიკი - სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე;
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ბარამბო" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!