კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტი — მიფასი

მიფასი — ლოგო
მიფასი

კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტი

₾1400 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. "მიფასის" სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება.

ჩვენი გუნდი ეძებს კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტს.

მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება - ბაზების შედგენა;
  • პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება;
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • გაყიდვების საბაზისო თეორიული ცოდნა;
  • სასურველია გაყიდვების სფეროში გამოცდილება;

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი 1400 ლარი;
  • ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან;
  • გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე;
  • ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • უფასო კორპორატიულ ნომერს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;

სამუშაო გრაფიკი: სრული. ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 16.