კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი — ბიესი

ბიესი — ლოგო
ბიესი

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ბიესი" ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის №134

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (თვიური, კვარტალური, წლიური)

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო ობიექტებზე ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება;
  • პოტენციური კორპორაციული კლიენტების მოძიება და ახალი ბაზის განვითარება;
  • არსებული ბაზის მართვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება;
  • კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტების წარდგენა/გაცნობა, მოლაპარაკების წარმოება;
  • კლიენტთა მოთხოვნების შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება;
  • გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა;
  • კლიენტებთან შემდგომი ურთიერთობა, პროექტის მსვლელობის და კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება და ზრდის ხელშეწყობა;
  • ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოს და პოტენციური კლიენტების ანალიზი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო ან ტექნიკური მიმართულებით);
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო მასალების მიმართულებით);
  • სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
  • საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • პუნქტუალობა;
  • მოლაპარაკებებისა და გაყიდვების ეფექტურად წარმართვის უნარი.

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • Fitpass;
  • ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.