კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "ფრესნელი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (B2B Sales Manager)
ჩვენი კომპანია არის აუდიო-ვიზუალური ტექნოლოგიების სისტემური ინტეგრატორი და დისტრიბუტორი, რომელიც სახელმწიფო და HoReCa სექტორებს სთავაზობს მაღალი ხარისხის აუდიო, ვიდეო და ქსელურ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვმუშაობთ უახლესი ტექნოლოგიებით და ვეხმარებით ბიზნესებს, ორგანიზაციებს თანამედროვე AV ინფრასტრუქტურის შექმნაში.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 7 (სავაჭრო ცენტრი ქარვასლა)
- სამუშაო გრაფიკი: 10:00-17:00
- ანაზღაურება: 1200-1500 ლარი (net) + ბონუსები (შედეგი პირდაპირ აისახება შენს ანაზღაურებაზე)
ფუნქცია მოვალეობები:
- ახალი პროექტებისა და პოტენციური კორპორაციული კლიენტების მოძიება
- სამშენებლო, HoReCa, სახელმწიფო და სხვა ბიზნეს პროექტების იდენტიფიცირება სხვადასხვა პლატფორმისა და წყაროს მეშვეობით
- პოტენციურ კლიენტებთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება
- პროექტებისა და კონტაქტების შესახებ ინფორმაციის CRM სისტემაში ორგანიზება და განახლება
- შეხვედრების დაგეგმვა და პრეზენტაციების ჩატარება
- კლიენტების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი AV/IT გადაწყვეტილებების შეთავაზება
- კომერციული შეთავაზებების მომზადება გუნდთან ერთად
- მოლაპარაკებების წარმართვა და გაყიდვების პროცესის მართვა
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება
გუნდის ახალ წევრს მოეთხოვება:
- B2B გაყიდვებში მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია AV ან IT სექტორში)
- მოლაპარაკებების წარმართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint)
- ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო და ტექნიკურ დონეზე)
რას გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას ტექნოლოგიურ სფეროში
- საბონუსე სისტემას, რომელიც ზრდის შემოსავლის მიღების შესაძლებლობას
- მხარდამჭერი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი და ბალანსი პირად ცხოვრებასთან