კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
"კრიალა" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"კრიალა" ქართული საწარმოო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან აწარმოებს სხვადასხვა სახის ჰიგიენურ ქაღალდს, ხელსახოცებს, ტუალეტის ქაღალდსა და სხვა ჰიგიენურ პროდუქტებს. კომპანია წარმოებაში იყენებს გადამუშავებულ ქაღალდსაც, რაც მის საქმიანობას გარემოსდაცვითი მიმართულებითაც გამოარჩევს.
კომპანია აქტიურად ავითარებს ბიზნესთან თანამშრომლობის მიმართულებას. სწორედ ამ მიზნით, გუნდში ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი ბიზნეს-პარტნიორების მოძიებაზე, არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარებასა და გაყიდვების ზრდაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი კორპორატიული დამკვეთების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება;
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების პროცესის მართვა;
- გაყიდვების დაგეგმვის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება;
- დამტკიცებული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა პასუხისმგებლობების ფარგლებში;
- გაყიდვების სოფტში აღრიცხვიანობა;
- გაყიდვების შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება;
- რეპორტების მომზადება დამკვეთისთვის;
- ბაზრის, მომხმარებელთა საჭიროებებისა და კონკურენტული გარემოს შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- CRM ან გაყიდვების აღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
- აქტიური;
- მიზანსწრაფული;
- შედეგზე ორიენტირებული;
- კომუნიკაბელური;
- გუნდური;
- ორგანიზებული;
- პუნქტუალური.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00სთ.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ქიზიყის ქუჩა 50ბ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 11 ოქტომბერი.