კორპორაციული გაყიდვების აგენტი
კორპორაციული კვების კომპანია "SuperLunch"-ი ეძებს კორპორაციული გაყიდვების აგენტს
"SuperLunch" კომპანიებსა და მათ თანამშრომლებს სთავაზობს გემრიელ, ჯანსაღ და ბალანსირებულ ლანჩს — მოსახერხებელი ონლაინ შეკვეთითა და ოფისში მიწოდებით.
ვეძებთ კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც მოიზიდავს ახალ კორპორაციულ კლიენტებს.
რას გააკეთებთ:
- მოიძიებთ პოტენციურ კლიენტ კომპანიებს და დაუკავშირდებით მათ HR-ებს, ადმინისტრაციასა და ხელმძღვანელებს;
- წარადგენთ SuperLunch-ის სერვისს, ონლაინ პლატფორმასა და თანამშრომლობის უპირატესობებს;
- გამოავლენთ კომპანიის საჭიროებებს — თანამშრომელთა რაოდენობას, კვების ბიუჯეტსა და მომსახურების სასურველ ფორმატს;
- ჩვენს გუნდთან ერთად დაგეგმავთ შეხვედრებს, დეგუსტაციებსა და საცდელ შეკვეთებს;
- წარმართავთ მოლაპარაკებებს და დაეხმარებით კომპანიას სერვისის დაწყებაში;
- შეინარჩუნებთ კონტაქტს მოყვანილ კომპანიებთან და ხელს შეუწყობთ შეკვეთების ზრდას;
- აწარმოებთ პოტენციური კლიენტებისა და მოლაპარაკებების მოკლე ანგარიშს.
რას ველით თქვენგან:
- გაყიდვების ან კლიენტების მოზიდვის გამოცდილებას, სასურველია კორპორაციულ მიმართულებაში;
- ახალი კონტაქტების დამოუკიდებლად მოძიებისა და პირველი კომუნიკაციის დაწყების უნარს;
- გამართულ ქართულს, კარგ პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარებს;
- ორგანიზებულობას, პასუხისმგებლობასა და შეთანხმებების შესრულებას;
- Excel-ის ან Google Sheets-ის საბაზისო ცოდნას.
უპირატესობა იქნება კომპანიების HR-ებთან და ადმინისტრაციულ გუნდებთან არსებული კონტაქტები, კვების ან მომსახურების სფეროში გამოცდილება და ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
თანამშრომლობისა და ანაზღაურების პირობები:
- მოქნილი გრაფიკი და კომპანიებთან შეხვედრები თბილისში;
- ანაზღაურება სრულად საკომისიოზეა დაფუძნებული;
- მიიღებთ თქვენ მიერ მოყვანილი კომპანიების შეკვეთებიდან რეალურად მიღებული შემოსავლის 5%-ს, დღგ-ის გარეშე;
- საკომისიო გერიცხებათ ყოველთვიურად, სანამ მოყვანილი კომპანია SuperLunch-ის კლიენტია და მისგან შემოსავალი მიიღება.