სასტუმროს გაყიდვებისა და რეზერვაციების მენეჯერიNEW$$ — Hotel Glarros OldTown

Hotel Glarros OldTown — ლოგო
Hotel Glarros OldTown

სასტუმროს გაყიდვებისა და რეზერვაციების მენეჯერიNEW$$

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"Glarros Hotel Tbilisi" — სტუმარმასპინძლობის სფეროში პრემიუმ კატეგორიის სასტუმრო - აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს გაყიდვებისა და რეზერვაციების მენეჯერის (Reservations & Sales Manager) პოზიციაზე.

ჩვენი გუნდი ორიენტირებულია თანამშრომლებისთვის კეთილგანწყობილი, სტაბილური და პროფესიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენთან დაგხვდებათ თანამშრომლობაზე დაფუძნებული გუნდი და შესაძლებლობა, გახდეთ სასტუმროს ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ვეძებთ სასტუმროს გაყიდვებისა და რეზერვაციების მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ გაყიდვების არხებისა და ჯავშნების სისტემების მართვას, ტარიფებისა და სარეკლამო შეთავაზებების ოპტიმიზაციას, პარტნიორულ ურთიერთობებს და გაყიდვებისა და შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული პროცესების განვითარებას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ლესელიძე, თავისუფლები მოედანი - კოტე აფხაზის ქ. 15;
** სამუშაო გრაფიკი: 5/2, 09:00-18:00;
** უზრუნველყოფილი კვება;
** ანაზღაურება: 2000 GEL (NET) და დამატებითი საბონუსე სისტემა

საქმიანობის სფერო:

** სასტუმროს ონლაინ გაყიდვების არხების (Booking.com, Expedia, Agoda, Airbnb და სხვა OTA პლატფორმები) სრული მართვა და ოპტიმიზაცია.
** ონლაინ პლატფორმებზე ტარიფების, ნომრების ხელმისაწვდომობის, შეთავაზებებისა და სარეკლამო აქციების მართვა და გააქტიურება.
** ყველა არხიდან მიღებული ჯავშნების, ცვლილებების, გაუქმებებისა და სპეციალური მოთხოვნების სრული ადმინისტრირება და კონტროლი.
** Channel Manager-ისა და PMS სისტემების გამოყენებით ჯავშნების, ტარიფებისა და ნომრების ხელმისაწვდომობის მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა.
** OTA პლატფორმების წარმომადგენლებთან, ტურისტულ სააგენტოებსა და ტუროპერატორებთან საქმიანი ურთიერთობების მართვა და განვითარება.
** სასტუმროს ოფიციალურ ელფოსტაზე შემოსული წერილებისადა მოთხოვნების დამუშავება, მათზე ოპერატიული პასუხის გაცემა და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა
** კომერციული პირობების, საკომისიოების, შეთავაზებებისა და პარტნიორული ხელშეკრულებების განხილვა და მოლაპარაკება.
** გაყიდვების მაჩვენებლების, შემოსავლებისა და ნომრების დატვირთულობის ანალიზი და კონტროლი; პერიოდული ანგარიშგებების მომზადება და შედეგებზე დაფუძნებული რეკომენდაციების წარდგენა.
** გაყიდვების ზრდისა და ახალი პარტნიორული არხების განვითარების შესაძლებლობების მოძიება და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** OTA პლატფორმებისა და PMS/Channel Manager სისტემების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** ინგლისური ენის მინიმუმ B1 -ის დონეზე ფლობა, სრულყოფილი ცოდნა როგორც ვერბალურ ასევე წერით დონეზე;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა;
** Microsoft-ის განსაკუთრებით, MS Excel-ის პრაქტიკული ძლიერი ცოდნა

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ