კორპორატიული პროექტებისა და გაყიდვების მენეჯერი
სამზარეულოს ჩასაშენებელი ტექნიკისა და სააბაზანო აქსესუარების პრემიუმ ბრენდი, TEKA ეძებს მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ კორპორატიული პროექტებისა და გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი პროექტებისა დაკორპორატიული პარტნიორების მოძიებაზე, მოლაპარაკებების წარმოებასა და გაყიდვების ზრდაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო, დეველოპერული და საინვესტიციო პროექტების მოძიება;
- კომერციული შეთავაზებების მომზადება;
- პარტნიორული ქსელის გაფართოება და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების ანგარიშგება.
მოთხოვნები:
- გაყიდვების, B2B მიმართულებით მუშაობის ან პროექტების მართვის გამოცდილება;
- სამშენებლო სფეროში კონტაქტების არსებობა ჩაითვლება უპირატესობად;
- მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
- შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- დისტანციური სამუშაო რეჟიმი;
- ფიქსირებული ანაზღაურება: 1,000 ლარი;
- ბონუსური სისტემა: 1,000 – 20,000+ ლარი (შედეგების მიხედვით);
- პროფესიული და ფინანსური ზრდის რეალური შესაძლებლობა.
თუ გაქვთ კორპორატიული გაყიდვების გამოცდილება, იცნობთ სამშენებლო და დეველოპერულ სექტორს და შეგიძლიათ მსხვილი პროექტების მოზიდვა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა