კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი — მეგატექნიკა

მეგატექნიკა — ლოგო
მეგატექნიკა

კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მეგატექნიკა უკვე 30 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.

მეგატექნიკა ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Electrolux, Simfer, Philips, Delonghi, Kenwood, Braun, Acer და სხვა.

მეგატექნიკაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელი

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი, 10:00-19:00

ანაზღაურება: ფიქსირებული

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტთა ბაზებზე მუშაობა და მათთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება
  • ონლაინ მაღაზიებთან თანამშრომლობის პროცესის წარმართვა
  • ახალი კლიენტების მოძიება - მათ შორის ადგილზე ვიზიტები და პირისპირ შეხვედრა-შეთანხმებები
  • პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობის წარმართვა
  • გაყიდვების/გატარებების ასახვა შესაბამის პროგრამულ სისტემაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების ან კორპორატიულ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის წარმართვის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • MS Office (Excel - საშუალო დონეზე), პროგრამული სისტემები/CRM ტიპის პროგრამები
  • სასურველია მართვის მოწმობა (B კატეგორია)
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის მართვის უნარი
  • გუნდურობა და მოქნილობა ცვალებად გარემოში მუშაობისთვის

მეგატექნიკა მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, "შპს ომეგა" (ს/კ: 211334830, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გამსახურდიას გამზ., N11) დაამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის სერტიფიკატებს, დიპლომებს და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს) გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება კონკურსის დასრულებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. თუ მხარეთა შორის გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა, მონაცემები ინახება შრომითი ურთიერთობის განმავლობაში.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია კომპანიისგან მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს კომპანიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რომლის რეკვიზიტებია: შპს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები" (ს/კ: 400402435), ელექტრონული ფოსტა:

პირის მიერ რეზიუმის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ კომპანიისთვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემასა და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კომპანიის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ შპს "ომეგას" მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.