კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - თბო და ხმის იზოლაცია
შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა.
NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
საქართველოს ბაზარზე 17 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხიმგებლიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.
პოზიცია: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (თბო და ხმის იზოლაციის) მიმართულებით.
ფუნქცია- მოვალეობები:
- კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა;
- კორპორატიულ მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
- მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტის სარგებლიანობის, მომსახურეობის მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
- მომხმარებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- კომპანიის მიერ განსაზღვრული თვიური/კვარტალური/წლიური გაყიდვების გეგმების შესრულება;
- CRM ბაზის ფორმირება და მართვა;
- მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის და სხვადასხვა კომერციული შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სტრატეგიულ მენეჯმენტში (პრიორიტეტი მიენიჭება ავეჯისა და დეკორის მიმართულებით სამუშაო გამოცდილებას);
- გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
- ინგლისური და რუსული ენები ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
პიროვნული უნარ -ჩვევები:
- კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
- ტრენინგები, პროფესიული გადამზადების პროგრამები და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
- მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში;
- კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
- საკომუნიკაციო ხარჯი;
- Fit Pass ბარათი.
ლოკაცია: ქ. თბილისი, ქსნის ქ.36
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, დილის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
ანაზღაურება: ფისირებული 2000-2500 ლარი + საბონუსე სისტემა. (ბონუს სისტემა მიზნობრივი შედეგების მიხედვით).