კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
"შუაგული" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. თუ გაყიდვები თქვენთვის მხოლოდ პროდუქტის შეთავაზება არ არის, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ახალი ბიზნეს შესაძლებლობების აღმოჩენა და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს. ჩვენ ვეძებთ პროაქტიულ, ენერგიულ და მოტივირებულ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი კლიენტების მოძიებაზე, გაყიდვების ზრდასა და კომპანიის ბიზნეს შედეგების გაუმჯობესებაზე. პოზიციის მიზანი კომპანიის გაყიდვების მაქსიმიზაცია ახალი კლიენტების პროაქტიული მოძიების, ბიზნეს ურთიერთობების განვითარების, შეთავაზებების ინიცირებისა და გაყიდვების პროცესის ეფექტიანი მართვის გზით. პოზიციის მთავარი ამოცანაა მოკლე და გრძელვადიან პერიოდში გაყიდვების ზრდისა და შემოსავლების მატების უზრუნველყოფა. ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ** ახალი კორპორატიული და ინდივიდუალური კლიენტების აქტიური მოძიება და მოზიდვა; ** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება; ** გაყიდვების პროცესის სრული მართვა პირველადი კონტაქტიდან გარიგების წარმატებით დასრულებამდე; ** კორპორატიული, ჯგუფური და ინდივიდუალური კლიენტებისთვის კომერციული შეთავაზებების მომზადება და წარდგენა; ** სეზონური პაკეტების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების აქტიური გაყიდვა; ** ტურისტულ სააგენტოებთან, პარტნიორ კომპანიებთან და სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციასთან ურთიერთობის განვითარება; ** არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზის მართვა, განმეორებითი გაყიდვების სტიმულირება; ** კლიენტებთან გრძელვადიანი და ეფექტური საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება; ** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი; ** გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების ყოველდღიური/კვირეული ანგარიშგება; ** მარკეტინგისა და ოპერაციების გუნდებთან მჭიდრო კოორდინაცია გაყიდვების მიზნების მისაღწევად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (სასურველია B2B ან ჰოსპიტალითის სექტორში); ** მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის გამორჩეული უნარები; ** ახალი კლიენტების მოძიებისა და აქტიური გაყიდვების გამოცდილება; ** შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი მოტივაცია; ** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** MS Office-ის პროგრამების ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ, დინამიკურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს; ** შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი და წარმატებული გუნდის წევრი.