კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი — კლინიკა მედლაბი

კლინიკა მედლაბი

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია "მედლაბი" საერთაშორისო სტანდარტების მქონე, მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული ლაბორატორია, სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ სრულყოფილი ლაბორატორიული მომსახურებით.

ვეძებთ აქტიურ და შრომისმოყვარე თანამშრომელს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც დაკავებული იქნება სამედიცინო დაწესებულებებთან მოლაპარაკებების წარმოებითა და კონტრაქტების გაფორმებით.

პოზიცია: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

სამუშაოს აღწერა:

** პოტენციური კონტრაქტორი კომპანიების მოზიდვა (სატელეფონო კომუნიკაციისა და ფიზიკური შეხვედრების მეშვეობით);
** გაყიდვების პროცესის ადმინისტრირება;
** ლაბორატორიის პროდუქტების ძირითადი მახასიათებლების სწავლების მზაობა;
** თავაზიანი და ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-18:00;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.