გაყიდვების მენეჯერი — Teravita Plus

Teravita Plus — ლოგო
Teravita Plus

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია „ტერავიტა +“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, გამოცდილების გარეშე!

კომპანია „ტერავიტა+“ 4 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს გაყიდვების სფეროში და ამ დროის განმავლობაში მოვიპოვეთ როგორც მომხმარებლების, ისე თანამშრომლების მაღალი ნდობა. ჩვენი საქმიანობის სფეროა ნატურალური ბად-ების (ბიოლოგიურად აქტიური დანამატების) რეალიზაცია (მათ შორის: ჰიპერტენზიისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სოკოვანი ბაქტერიების საწინააღმდეგო, წონის კორექციის, პროსტატა-პოტენციის, რაც ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება). სწორედ მაღალი ხარისხის გამო, ჩვენი მომხმარებლები წლობით ინარჩუნებენ ჩვენთან ლოიალურ ურთიერთობას.
ჩვენთან იმუშავებთ მხოლოდ უკვე არსებულ, ლოიალურ მომხმარებლებთან!

რას გთავაზობთ:
ანაზღაურება: 700 ლარი ფიქსირებული + მაღალი % გაყიდვებიდან;
საშუალო ყოველთვიური შემოსავალი: 2500+ ლარი;
დამატებითი წახალისება: ბონუსები გაყიდვების გეგმის შესრულებისთვის;
ანაზღაურებადი სტაჟირება: ხანგრძლივობა 5 დღე, დღეში მხოლოდ 4 საათი (მორგებული გრაფიკი)
მოქნილი სამუშაო ფორმატი: 1-თვიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ ჰიბრიდულ ან სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შესაძლებლობა;
სტაბილური ჩარიცხვები: ხელფასის გაცემა თვეში ორჯერ;
განვითარება: კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა და უფასო პროფესიული ტრენინგები.

სამუშაო გრაფიკის არჩევანი (მოირგეთ თქვენთვის სასურველი რეჟიმი):
5/2 — 9-საათიანი სამუშაო დღე;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კომპანიის უკვე არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება გაწერილი სკრიპტის მიხედვით;
მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შერჩევა და პრეზენტაცია;
შეკვეთების პროგრამულად (CRM სისტემაში) გაფორმება.

ჩვენი ბენეფიტები: ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა თავი კომფორტულად, დაფასებულად და მოტივირებულად იგრძნოს. ამიტომ გთავაზობთ:
ყოველკვირეულ ბონუსებს — ძირითადი ანაზღაურების გარდა, დამატებითი ფულადი წახალისება კვირის შედეგების მიხედვით;
Fitpass ბარათს — ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობასა და აქტიურ ცხოვრების წესზე;
ულიმიტო ყავასა და ჩაის — ჩვენი ყოველდღიური კორპორაციული ენერგიისთვის.

ჩვენ ვეძებთ:
კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ქოლცენტრში ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო — ჩვენ ყველაფერს ადგილზე შეგასწავლით);
პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და პუნქტუალურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მაღალ შედეგზე;
გუნდური მუშაობის უნარის მქონე კანდიდატებს;
ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განვითარების მოტივაცია, მზად არიან გაიარონ ტრენინგები და დახვეწონ გაყიდვების უნარები.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ