კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
კომპანია ოპერირებს ავტომობილის გარე ვიზუალური ნაწილების გაყიდვების მიმართულებით და მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებაზე.
დეტალური ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: https://pp.ge/
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №132
ფუნქცია-მოვალეობები:
** კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაცია;
** გაყიდვების პროცესის სრული კოორდინაცია;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების ანალიზი;
** მომხმარებელთან გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა სასურველია;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა სასურველია;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით);
** დამატებით ბონუსურ სისტემას.