კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი — ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის

ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის — ლოგო
ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა.

NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.

საქართველოს ბაზარზე 17 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხიმგებლიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.

პოზიცია: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა;
  • კორპორატიულ მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება;
  • მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტის სარგებლიანობის, მომსახურეობის მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • მომხმარებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • კომპანიის მიერ განსაზღვრული თვიური/კვარტალური/წლიური გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • CRM ბაზის ფორმირება და მართვა;
  • მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის და სხვადასხვა კომერციული შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სტრატეგიულ მენეჯმენტში (პრიორიტეტი მიენიჭება ავეჯისა და დეკორის მიმართულებით სამუშაო გამოცდილებას);
  • გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
  • ინგლისური და რუსული ენები ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ტრენინგები, პროფესიული გადამზადების პროგრამები და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
  • მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში;
  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საკომუნიკაციო ხარჯი;
  • Fit Pass ბარათი.

ლოკაცია: ქ. თბილისი, ქსნის ქ.36

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, დილის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

ანაზღაურება: ფისირებული 2000-2500 ლარი +საბონუსე სისტემა. (ბონუს სისტემა მიზნობრივი შედეგების მიხედვით).

ლაზიერი ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ