კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი — Waynex

Waynex

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სატრანსპორტო კომპანია "Waynex" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის №24, გ. აქსისის ბიზნეს ცენტრი

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება
  • ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
  • მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმებამდე პროცესის მიყვანა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სატრანსპორტო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება B2B კლიენტებთან
  • უმაღლესი განათლება
  • მაღალი ორგანიზებულობა, შედეგებზე ორიენტირებულობა, სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი
  • კლიენტებთან ურთიერთობის მართვისა და მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარები
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს