კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი — Merlons

Merlons — ლოგო
Merlons

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Merlons-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორატიულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.

ამჯერად, ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს

ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე (დასვენება შაბათი-კვირა)

ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროექტების მოძიება
  • ინტერიერის მოსაპირკეთებელი პროდუქციის შესწავლა
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
  • გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი
  • არსებული მომხმარებლების ბაზის მართვა
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება და პროდუქციის შეთავაზება
  • პრეზენტაციების მომზადება საჭიროებისამებრ
  • შეკვეთების ორგანიზება
  • იმპორტ მენეჯერებთან კომუნიკაცია
  • მწარმოებლებთან კომუნიკაცია ტექნიკური საკითხების გასარკვევად
  • პროდუქციის მიწოდება/ჩაბარების გრაფიკების შედგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint);

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
  • კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;