კორპორატიული გაყიდვების აგენტი
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების სამსახურის უფროსისგან შეკვეთების სიის მიღება;
- ინვოისის მომზადება;
- შეკვეთების გაგზავნა კორპორატიულ კლიენტებთან;
- ობიექტების შეკვეთების შემთხვევაში პროდუქციის აგროვება, ვადების შემოწმება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00;
- ანაზღაურება: საათობრივი + ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ლოკაცია: დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის გამზირი N1;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში
- ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები