კორპორატიული B2B გაყიდვების მენეჯერი
შპს "ფართსარეა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული (B2B) გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საბურავების მიმართულებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი 09:00 - 14:00)
სამუშაო ადგილი: ქალაქი თბილისი, კახეთის გზატკეცილი, გიორგი ჩიკვაიძის ქუჩა
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, შედეგებზე ორიენტირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება კორპორატიული კლიენტების ქსელის გაფართოებასა და გაყიდვების ზრდაში.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კორპორატიული კლიენტების (B2B) აქტიური მოძიება და მოზიდვა (ლოგისტიკური კომპანიები, სადისტრიბუციო ქსელები, სამშენებლო და აგრო-სექტორი).
- არსებულ კლიენტებთან პარტნიორული და გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება.
- პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის (საბურავების) პრეზენტაცია და პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა.
- კომერციული შეთავაზებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება.
- გაყიდვების გეგმის შესრულება და შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული რეპორტინგი მენეჯმენტთან.
- ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და კლიენტების საჭიროებების მუდმივი ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით).
- კორპორატიული (B2B) გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (ავტოსფეროში, კერძოდ საბურავების ან ავტონაწილების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
- კარგი მათემატიკური და ანალიტიკური უნარები (მარჟების, საბითუმო ფასდაკლებებისა და კომერციული მაჩვენებლების ეფექტურად დასათვლელად).
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე (SPA) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) მაღალ დონეზე ცოდნა.
- მართვის მოწმობა (B კატეგორია).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება, რიცხვებთან მუშაობისა და სწრაფი მათემატიკური გამოთვლების უნარი.
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი.
- დამარწმუნებელი საუბრისა და მოლაპარაკებების წარმოების მაღალი დონე.
- მიზანდასახულობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
- დროის ეფექტურად მართვისა და დაგეგმვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას: 2000 ლარი ხელზე ასაღები თანხის ოდენობით + მიმზიდველი საბონუსე სისტემა გაყიდვებიდან.
- კორპორატიული სატელეფონო ლიმიტს.
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
- კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას.