კონტენტ კრეატორი — სასტუმრო აფიშა

სასტუმრო აფიშა — ლოგო
სასტუმრო აფიშა

კონტენტ კრეატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით. სასტუმრო "აფიშა" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სასტუმროსა და რესტორნებისთვის ფოტო, ვიდეო და ტექსტური კონტენტის შექმნა ** სოციალური მედიის პლატფორმებისთვის კონტენტის დაგეგმვა, მომზადება და გამოქვეყნება ** კონტენტ კალენდრის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა ** ღონისძიებების, სპეციალური შეთავაზებებისა და ყოველდღიური პროცესების გაშუქება ** სოციალური ქსელებისა და ციფრული არხებისთვის სარეკლამო, საინფორმაციო და პრომო ტექსტების (copywriting) მომზადება ** პოსტების, სთორებისა და კამპანიების ტექსტური კონტენტის შექმნა ბრენდის ტონალობისა და საკომუნიკაციო სტანდარტების შესაბამისად ** გრაფიკულ დიზაინერთან თანამშრომლობა ვიზუალური მასალების შექმნის პროცესში, კონტენტის ბრიფინგისა და მასალების კოორდინაციის უზრუნველყოფა ** ბრენდის ვიზუალური სტილისა და საკომუნიკაციო სტანდარტების დაცვა ** კონტენტის ეფექტიანობის მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე მუშაობა მოთხოვნები: ** კონტენტ კრეატორის ან სოც. მედია მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ** სოციალური მედიის პლატფორმებისთვის კონტენტის შექმნის პრაქტიკული ცოდნა ** ფოტო და ვიდეო გადაღების საბაზისო უნარები ** Canva-ს, CapCut-ის ან მსგავსი კონტენტ-შექმნის ინსტრუმენტების ცოდნა ** სასტუმრო ან სარესტორნო ინდუსტრიის კონტენტზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად აუცილებელი უნარ-ჩვევები: ** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** შედეგებზე ორიენტირებულობა ** გუნდურობა ბენეფიტები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** კვება ** კორპორატიული ფასდაკლება