გაყიდვების აგენტი
სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.
სასტუმრო აფიშა აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს მომსახურებებისა და შეთავაზებების აქტიური გაყიდვა არსებული და პოტენციური პარტნიორებისთვის.
- კორპორატიულ კომპანიებთან, ტურისტულ სააგენტოებთან კომუნიკაცია და ურთიერთობების შექმნა/განვითარება.
- შემომავალი ზარებისა და მოთხოვნების დამუშავება, შეთავაზებების მომზადება და მიწოდება.
- ფასების, პაკეტების და აქციების პრეზენტაცია პოტენციური პარტნიორებისთვის.
- პოტენციური პარტნიორების საჭიროებების ანალიზი და ინდივიდუალური შეთავაზებების შემუშავება.
- გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა და შედეგების მონიტორინგი.
- ჯავშნების კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტთან.
- CRM სისტემაში მონაცემების შეყვანა და განახლება.
- სასტუმროს ღონისძიებებსა და პრომო აქტივებში მონაწილეობა
მოთხოვნები:
- გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სასტუმრო სფერო ჩაითვლება უპირატესობად).
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
- საოფისე პროგრამებისა და სასტუმროს PMS სისტემების ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- შედეგებზე ორიენტირებულობა
- გუნდურობა
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კვება
- კორპორატიული ფასდაკლება