კონტენტ კრეატორი — რელევანტ

რელევანტ — ლოგო
რელევანტ

კონტენტ კრეატორი

₾3000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
მარკეტინგის დეპარტამენტში ვეძებთ კონტენტ კრეატორს, რომელიც უძრავი ქონების პროექტებისთვის კონტენტ-სტრატეგიას შეიმუშავებს და შექმნის რელევანტურ კონტენტს, რომელიც იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას და აისახება პროექტების შედეგებზე.

თუ იცი, როგორ აქციო კვადრატული მეტრები საინტერესო ისტორიად, სიამოვნებით გავეცნობით შენს ნამუშევრებს.

რა იქნება შენი ამოცანა:

** კონტენტ-სტრატეგიისა და თვიური კონტენტ-გეგმების შემუშავება
** მარკეტინგული სტრატეგიისა და სარეკლამო კონცეფციის კონტენტში გაშლა
** კამპანიების დაგეგმვა და კონტენტის მიმართულების განსაზღვრა
** რილსების სცენარებისა და შოთლისტების მომზადება
** ტექსტების წერა სარეკლამო კამპანიებისა და სოციალური ქსელებისთვის
** კოორდინაცია გრაფიკულ დიზაინერთან, ედვერთაიზერთან, გაყიდვების გუნდთან და ექაუნთ ლიდთან, რათა იდეა ფურცლიდან ეკრანამდე მივიდეს
** კონტენტის ტრენდების კვლევა და მათი გამოყენება სარეკლამო კომუნიკაციაში
** კონტენტის შედეგების ანალიზი და მიდგომის დახვეწა მონაცემებზე დაყრდნობით

ვის ვეძებთ:

** გაქვს კონტენტის შექმნის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სთორითელინგის ძლიერი უნარი გაქვს: იცი, როგორ გადმოსცე ისტორია, რომელიც ემოციას იწვევს და აუდიტორიას მოქმედებისკენ უბიძგებს
** სტრატეგიასა და სარეკლამო კონცეფციას სწორად აღიქვამ და იცი, როგორ გაშალო ის ყოველდღიურ კონტენტში
** ქართულად და ინგლისურად მოკლედ, ზუსტად და გემოვნებით წერ
** კარგად იცნობ რილსებისა და ვიდეოს ტრენდებს და იცი, როგორ შეინარჩუნო მაყურებლის ყურადღება პირველივე წამებიდან
** კრეატიულად აზროვნებ და ფართო თვალსაწიერი გაქვს: იდეებს ყველგან პოულობ, კინოში, ლიტერატურაში, არქიტექტურასა თუ ხელოვნებაში
** ახერხებ რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობას და დედლაინების დაცვას
** გაქვს პორტფოლიო, რომელიც შენს ხედვასა და დონეს აჩვენებს

უპირატესობა იქნება:

** მარკეტინგულ სააგენტოში მუშაობის გამოცდილება
** უძრავი ქონების კონტენტის შექმნის გამოცდილება
** კოპირაითინგის გამოცდილება
** უცხო ენების ცოდნა
** AI ინსტრუმენტების გონივრული გამოყენება: იცი, როგორ დააჩქარო სამუშაო პროცესი ისე, რომ კონტენტმა შენი ხედვა და ხელწერა შეინარჩუნოს

რას გთავაზობთ:

** საინტერესო პროექტებს, სადაც შენი ნამუშევრის შედეგს რეალურ გაყიდვებში დაინახავ
პროფესიონალურ გუნდს, რომელიც კარგ იდეებს აფასებს და მხარს უჭერს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას: 2000/3000 ლარი ფიქსირებული, გამოცდილების შესაბამისად, და ბონუსს პროექტების შედეგების მიხედვით

სამუშაო ფორმატი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე
სამუშაო ადგილი: ოფისი, იაკობ ნიკოლაძის 3

როგორ გამოგვიგზავნო განაცხადი:

გამოგვიგზავნე CV და პორტფოლიო (3-5 საუკეთესო ნამუშევარი) მისამართზე , სათაურით "კონტენტ კრეატორი". თითოეულ ნამუშევართან მოკლედ მიუთითე, რა იყო შენი წვლილი: სტრატეგია, იდეა, სცენარი, ტექსტი თუ გადაღება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ