ვებ-გვერდის კონტენტ მენეჯერი/ადმინისტრატორი
ვაკანსია: ვებ-გვერდის კონტენტ მენეჯერი/ადმინისტრატორი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ს. ჩიქოვანის (ხილიანის) 45
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 19:00
ძირითადი მოვალეობები:
** ონლაინ მაღაზიის/ვებ-გვერდის პროდუქციის კატალოგის მართვა და პერიოდული განახლება;
** ახალი პროდუქტების დამატება: დასახელების, ტექნიკური მახასიათებლების, აღწერილობებისა და ფასების ატვირთვა/რედაქტირება;
** პროდუქციის ფოტომასალის დამუშავება, რედაქტირება, ზომების ოპტიმიზაცია და ვებ-გვერდზე განთავსება;
** არსებული პროდუქციის მონაცემთა ბაზის სისწორისა და ვიზუალური მხარის მუდმივი მონიტორინგი;
** კატეგორიებისა და ფილტრების სწორი სტრუქტურირება პროდუქტებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე (Content Manager, E-commerce Administrator) მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის საბაზისო/საშუალო ცოდნა (Adobe Photoshop, Canva ან სხვა ფოტო-რედაქტორები ფოტოების დამუშავების/ფონის მოშორების/ზომების შესაცვლელად);
** ონლაინ მაღაზიის CMS სისტემებთან (მაგ. Bagisto, WordPress/WooCommerce, Shopify ან სხვა) მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მართლწერისა და სტილისტიკის დაცვით);
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური ტექსტების/პროდუქტის მახასიათებლების გასაგებად და სათარგმნად;
** კომპიუტერულ პროგრამებთან და საოფისე აპლიკაციებთან (Excel, Word) ეფექტური მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.
პირობები:
** ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები);
** მეგობრული სამუშაო გარემო და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.
განაცხადის შეტანის წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,