კონსულტანტი, დარბაზში მომსახურე პირი, ბარისტა- ქუთაისი
კაფე-საცხობი "სანიმუშო" აცხადებს ვაკანსიებს:
1. კონსულტანტი.
ვეძებთ ყურადღებიან, კომუნიკაბელურ და სტუმართმოყვარე ადამიანს, რომელიც დაეხმარება ჩვენს სტუმრებს სასურველი პროდუქტის შერჩევასა და მიღებაში.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება;
- სალათების აწონვა და თეფშზე ან კონტეინერში მოთავსება;
- სტუმრისთვის შერჩეული პროდუქციის მიწოდება;
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- სტუმართმოყვარეობა და კარგი კომუნიკაციის უნარები;
- ყურადღებიანობა და პასუხისმგებლობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
გამოცდილება აუცილებელი არ არის — ყველაფერს ადგილზე გასწავლით.
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ადგილზე კვებას;
- სამუშაო პროცესში საჭირო ცოდნისა და უნარების შესწავლას.
მისამართი: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 16
2. ბარისტა
ვეძებთ ენერგიულ და სტუმართმოყვარე ადამიანს, რომელსაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და სასიამოვნო გარემოში მუშაობა.
ძირითადი მოვალეობები:
- ყავისა და სხვა სასმელების მომზადება;
- შეკვეთების მიღება და სტუმრების მომსახურება;
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- სტუმართმოყვარეობა და კარგი კომუნიკაციის უნარები;
- პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- ბარისტად მუშაობის გამოცდილება სასურველია.
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ადგილზე კვებას;
- სამუშაო პროცესში საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას.
მისამართი: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 16
3. დარბაზის მომსახურე პირი
ვეძებთ მოწესრიგებულ, ყურადღებიან და სტუმართმოყვარე ადამიანს, რომელიც იზრუნებს ჩვენი დარბაზის სისუფთავესა და სტუმრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- დილის დარბაზის მოწესრიგება;
- დღის განმავლობაში მაგიდების ალაგება და მოწესრიგება;
- დარბაზის სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში სტუმრების დახმარება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- სტუმართმოყვარეობა და კარგი კომუნიკაციის უნარები;
- სისუფთავე და მოწესრიგებულობა;
- პასუხისმგებლობა და ყურადღებიანობა.
გამოცდილება აუცილებელი არ არის — ყველაფერს ადგილზე გასწავლით.
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- ადგილზე კვებას;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს.
მისამართი: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 16