კონსულტანტი, ასისტენტი- ბათუმი
APOLO აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტისა და ასისტენტის პოზიციებზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, შავშეთის 24
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
1. კონსულტანტი
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების კონსულტირება და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
- პროდუქციისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლისთვის შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
- გაყიდვების პროცესის მართვა;
- მომხმარებლებთან პროფესიონალური და პოზიტიური კომუნიკაცია;
- სამუშაო სივრცის მოწესრიგება;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მომხმარებელთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
- სასურველია გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება;
- სწრაფად სწავლისა და ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი.
2. ასისტენტი
ძირითადი მოვალეობები:
- მენეჯერისა და გუნდის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა;
- ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების მართვა;
- საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გადაცემა;
- დოკუმენტაციისა და მონაცემების მოწესრიგება;
- მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან კომუნიკაცია;
- ინვოისებთან და სხვა საოპერაციო დოკუმენტაციასთან მუშაობა;
- ყოველდღიური სამუშაო პროცესების ორგანიზებაში დახმარება;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — აუცილებელი მოთხოვნა;
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- საჭირო ტრენინგებსა და სამუშაო პროცესში მხარდაჭერას;
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბონუსების სისტემას — პოზიციისა და გამოცდილების შესაბამისად.