კონდიტერის დამხმარე
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება. სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის დამხმარეს პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი , პეტრე მელიქიშვილის 47/49
ძირითადი მოვალეობები:
- ინგრედიენტების წინასწარი მომზადება (დაჭრა, გასუფთავება და სხვ.)
- სამზარეულოს სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
- პროდუქციის სწორად შენახვა და მარაგების შევსება
- ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- საკონდიტრო საქმის საბაზისო ცოდნა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდში მუშაობის უნარი
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
- კვებით უზრუნველყოფას
- ანაზღაურება 1200 ლარი (NET)