კომპიუტერული ტექნიკოსი — Gamers.ge

Gamers.ge

კომპიუტერული ტექნიკოსი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
Gamers • გეიმერს ეძებს კომპიუტერულ ტექნიკოსს.

თუ კომპიუტერების აწყობა, დიაგნოსტიკა და გამართვა შენი საქმეა, შემოუერთდი Gamers.ge-ს გუნდს. ვეძებთ ადამიანს, რომელიც ტექნიკას ფრთხილად ეპყრობა, პრობლემის მიზეზს არკვევს და საკუთარ ნამუშევარს თავად ამოწმებს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპიუტერების აწყობა და განახლება კომპონენტების თავსებადობის გათვალისწინებით
** კომპიუტერების, ცალკეული ნაწილებისა და პერიფერიის დიაგნოსტიკა და ტესტირება
** წმენდა, თერმოპასტის შეცვლა და გაგრილების სისტემების მომსახურება
** Windows-ის, დრაივერებისა და საჭირო პროგრამების დაყენება და გამართვა
** მეორადი და Trade-in ტექნიკის შემოწმება: მდგომარეობის, მახასიათებლებისა და ხარვეზების ზუსტი აღწერა
** ტექნიკის გასაყიდად მომზადება და მომხმარებლისთვის გადაცემამდე საბოლოო კონტროლი
** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და განცხადებებისთვის ტექნიკური მონაცემების შედგენა

რას ველით შენგან:

** კომპიუტერის აწყობისა და გაუმართაობის დიაგნოსტიკის პრაქტიკულ ცოდნას
** კომპონენტების თავსებადობისა და მუშაობის პრინციპების გაგებას
** სატესტო პროგრამებთან მუშაობისა და შედეგების შეფასების უნარს
** პუნქტუალურობასა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას

უპირატესობაა გეიმინგ კომპიუტერებთან და მეორად ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება.

ხელფასი: 1 200 ლარიდან
გრაფიკი: კვირაში 5 დღე; ორშ-პარ 11:00-20:00, შაბ-კვ 12:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი 53ბ

დაგაინტერესა? გამოგვიგზავნე CV ან მოკლედ მოგვიყევი შენი გამოცდილების შესახებ და დაწერე, რომელ სამუშაოებს ასრულებ დამოუკიდებლად:
წერილის სათაურში მიუთითე: "კომპიუტერული ტექნიკოსი".

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ