კომერციული გათბობა-გაგრილების გაყიდვების მენეჯერი — თერმო ცენტრი

თერმო ცენტრი — ლოგო
თერმო ცენტრი

კომერციული გათბობა-გაგრილების გაყიდვების მენეჯერი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც.

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული გათბობა-გაგრილების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა.

შრომის ანაზღაურება: 2500 ლარი (ხელზე ასაღები) + საბონუსე ანაზღაურება

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 საათიდან. 18:00 საათამდე

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვება
  • ჯანმრთელობის დაზღვევა პირველივე თვიდან
  • Fitpass

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • HVAC (გაგრილება, გათბობა, ვენტილაცია) მიმართულებით მიზნობრივ და ახალ კლიენტებთან აქტიური მოლაპარაკებების წარმოება.
  • პოტენციური კლიენტების მოძიება, შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება და კომერციული წინადადებების წარდგენა.
  • გაყიდვების სრული ციკლის მართვა: პირველადი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე და პროექტის შემდგომ მონიტორინგამდე.
  • ბაზრის მუდმივი ანალიზი, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და პარტნიორული ქსელის გაფართოება.
  • საპროექტო გუნდთან მჭიდრო კოლაბორაცია.

სამუშაო გამოცდილება:

  • B2B / კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს კომერციული გაგრილების (HVAC), ან მონათესავე მიმართულებით მუშაობის გამოცდილებით)

ცოდნა:

  • კომერციული გაგრილების სისტემების ბაზრის, ძირითადი მოთამაშეების, ტრენდებისა და სპეციფიკის ცოდნა.
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა პროფესიულ დონეზე.
  • MS Office

ნეთვორქინგი: კონტაქტებისა ფლობა სამშენებლო, დეველოპერულ, არქიტექტორულ/ინჟინრულ სექტორში.

უნარები და შესაძლებლობები:

  • დახურვის (Closing) უნარი: ძლიერი მოლაპარაკებების წარმოებისა და გარიგებების წარმატებით დახურვის უნარი (პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ "ლიდების" მოზიდვით, არამედ პროექტის საბოლოო შედეგამდე მიყვანით).
  • ტექნიკური აღქმა: ტექნიკური დოკუმენტაციის და HVAC პროექტების ზოგადი ლოგიკის გაგების უნარი.
  • კომუნიკაცია: B2B სეგმენტთან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ეფექტური დიალოგის მართვა.

აუცილებელი მოთხოვნა: საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა