კოლორისტ-გაყიდვების კონსულტანტი
"Wilckens Georgia" - გერმანული პრემიუმ საღებავების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას კოლორისტ-გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
საღებავების ტონირების (შემრევ) აპარატთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საღებავებისა და მათი გამოყენების სპეციფიკის ზოგადი ცოდნა;
- მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება და მომსახურების მაღალი კულტურა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- სწრაფი სწავლებისა და პროფესიული განვითარების სურვილი.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის პროფესიონალური და კომპეტენტური კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის სწორად შერჩევაში დახმარება;
- საღებავების ფერის შერჩევა, ტონირება და შემრევ აპარატზე მომზადება;
- გაყიდვების პროგრამაში რეალიზაციის გაფორმება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- სალარო აპარატთან, POS-ტერმინალთან და ნაღდ/უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების შესრულება;
- პროდუქციის მიღებაში, განთავსებასა და მარაგების კონტროლში მონაწილეობა;
- სავაჭრო დარბაზის, ვიტრინებისა და პროდუქციის მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
- სამუშაო სივრცის, ტონირების აპარატურისა და აღჭურვილობის სისუფთავისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- კომპანიის შიდა რეგლამენტის, მომსახურების სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას 1200 ლარიდან (ფიქსირებულს + KPI) + გაყიდვების ბონუსს;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- სამუშაო გრაფიკს — სრული 5/2.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი 140 (დიდუბის მეტროს მიმდებარედ).