ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერი
ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის.
ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:
- ავტომობილების შეძენას აშშ-ს საერთაშორისო აუქციონებიდან.
- ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას.
- საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას.
- სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.
"Carspace"-ის პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი. 10:00-დან 18:00-მდე
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი. აღმაშენებლის ხეივანი N 19
ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი. (საწყის ეტაპზე საშუალოდ 2000 - 3000 ლარი.)
დასაქმებულს ვთავაზობთ:
- კორპორატიულ დაზღვევას - პაკეტის საფასურს ფარავს კომპანია
- პროფესიული ტრენინგების გავლის საშუალებას
- Fitpass
ძირითადი - ფუნქცია მოვალეობები:
- სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისა და ვებ-გვერდების მეშვეობით ავტოდილერების მოძიება;
- პარტნიორი ავტოდილერების ბაზის მუდმივი მონიტორინგი, განახლება და ადმინისტრირება;
- პარტნიორ დილერებთან სატელეფონო კომუნიკაციის წარმართვა;
- გაცნობითი და საქმიანი შეხვედრების ორგანიზება/დაგეგმვა და ჩატარება;
- ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის კოორდინირება და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების მონიტორინგი;
- After Sales დეპარტამენტთან ეფექტური კოორდინაცია და მიმდინარე საკითხების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
- სასურველია ქოლ-ცენტრში, გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების უნარი;
- მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;