კლასის დამრიგებელი
ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს. ჩვენი სკოლა არის სივრცე, სადაც სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას, განვითარებასა და სასარგებლო გამოყენებას - მხარდამჭერ, ინკლუზიურ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გარემოში. https://www.millennium-school.org/ "ათასწლეულის სკოლა" -აცხადებს კონკურსს კლასის დამრიგებლის პოზიციაზე. "ათასწლეულის სკოლის" კლასის დამრიგებელი: ** საფეხურის კოორდინატორთან ერთად მუშაობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე; ** თანამშრომლობს კლასის მასწავლებლებთან და მათთან ერთან ზრუნავს კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე; ** სადამრიგებლო საათის დროს მუშაობს მოსწავლეების თვითრეგულაციის უნარების განვითარებაზე და კოორდინირებას უწევს დავალებების შესრულების პროცესს; ** აქტიურად თანამშრომლობს სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამის კოორდინატორებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრიატის დიპლომი. სასურველია განათლება დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის ან ბუნებისმეტყველების მიმართულებით. ** სასურველია, სკოლის ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის არაფორმალური განათლების ფარგლებშიც. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.