აკადემიის მენეჯერი
Levels Academy აცხადებს ვაკანსიას აკადემიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისი
- სამუშაო საათები: 5 სამუშაო დღე, 40 საათი
- ანაზღაურება: 1 თვე გამოსაცდელი ვადის პერიოდში 1000 ლარი
- გამოსაცდელი ვადის შემდეგ 2000 ლარი (დარიცხული)
ძირითიდადი მოვალეობები:
- აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამის ყველა ასპექტის მართვა და ცენტრის ფუნქციონირების კონტროლი
- ორგანიზაციული მიზნებისა და განვითარების გეგმის დასახვა
- პრიორიტეტული სამუშაოს განსაზღვრა
- სასწავლო გეგმების ჩამოყალიბება და დანერგვა
- მოსწავლეების მონაცემთა ბაზების შექმნა, ინფორმაციის ანალიზი და მონიტორინგი
- მასწავლებლების შერჩევა აკადემიის კონცეფციის შესაბამისად
- მასწავლებლების მუშაობაზე დაკვირვება და ხარისხის კონტროლი
- სწავლის პროცესის მონიტორინგი
- მასწავლებლებთან და სტუდენტებთან პერმანენტული შეხვედრების გამართვა
- კორპორატიული კლიენტების მოზიდვა
- სატელეფონო ზარების, მეილებისა და სხვა ელექტრონული შეტყობინებების პასუხი
- სტუდენტებისთვის აქტივობების და ივენთების დაგეგმვა
- ახალი სასწავლო წლის დაგეგმვა/დაწყება
- ინფორმაციის ვებ გვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსება
- ადმინისტრაციისა და უშუალო უფროსის დავალებით სხვა სამუშაოების შესრულება
- საზაფხულო სკოლების დაგეგმვა და განხორციელება
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ინგლისური ენის ცოდნა B2
- გამართული მეტყველების/გადმოცემის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე
- მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი
- გუნდის მართვის უნარი
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი
- კომუნიკაბელურობა
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
შერჩევის ეტაპები:
- ტესტირება ინგლისურ ენაში
- გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მისამართზე: career@levels.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.