მათემატიკის მასწავლებელი
" ათასწლეულის სკოლაში " გვჯერა, რომ თითოეული ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს. ჩვენი სკოლა არის სივრცე, სადაც სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას, განვითარებასა და სასარგებლო გამოყენებას - მხარდამჭერ, ინკლუზიურ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გარემოში. https://www.millennium-school.org/ "ათასწლეულის სკოლა" -აცხადებს კონკურსს მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე. "ათასწლეულის სკოლის" მათემატიკის მასწავლებელი: ** ქმნის თითოეულ მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს; ** ქმნის სასწავლო გარემოს, რომელიც ეხმარება მოსწავლეს სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში; ** ეხმარება მოსწავლეს რეფლექსიისა და თვითრეფლექსიის უნარის განვითარებაში; ** ქმნის გარემოს, რომელიც თითოეულ ინდივიდს ეხმარება განსხვავებულობის აღქმასა და მიმღებლობაში; ** ქმნის გარემოს, სადაც თითოეული მოსწავლე ჩართულია მათემატიკური პრობლემების გადაჭრასა და თამაშში; ** ახალისებს მოსწავლის ინიციატივებს, კითხვების დასმის სურვილს; ** სწავლა-სწავლების პროცესში იყენებს თანამედროვე სასწავლო მიდგომებს და მრავალფეროვან სასწავლო რესურს. შეუძლია შეიმუშაოს მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული დეტალური და დაბალანსებული სასწავლო გეგმა; ** თანამშრომლობს საფეხურის კოორდინატორთან, კლასის მასწავლებლებთან, ფსიქოლოგთა გუნდთან და მათთან ერთად ზრუნავს თითოეული მოსწავლის აკადემიური, სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე; ** მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე ამყარებს აქტიურ კომუნიკაციას მშობლებთან; ** ერთვება სკოლის მიერ შეთავაზებულ პროფესიული განვითარების აქტივობებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სწავლების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეული, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.