ხორცის დამუშავების სპეციალისტი (ყასაბი)
"ნატურალი" -ეს ის კომპანიაა, სადაც თანაბრად ვზრუნავთ თანამშრომლის და მომხმარებლის კეთილგანწყობაზე, ვუსმენთ ორივე მათგანს და ვცდილობთ მათი მოთხოვნების გათვალისწინებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.
თუ იზიარებთ ჩვენს ფასეულობებს შემოგვიერთდით, ჩვენ გვაქვს აქტიური ვაკანსია "ხორცის დამუშავების სპეციალისტი (ყასაბის)" პოზიციაზე
ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:- გრაფიკი: ცვლებში - 08:00 -16:00, 09:00-17:00, 13:00:21:00 და 09:00-21:00 სთ მდე ცვლებით.
- დასვენების დღე- კვირაში ერთ დღე ურთიერთშეთანხმებით + მეხუთე დღე თვეში.
- ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი
- ბენეფიტები: კომპანია გთავაზობთ ასევე კვებით უზრუნველყოფას.
- ხორცის დროული მიღება, ჩაბარება, დამუშავება და განლაგება.
- ხორცის ვარგისიანობის კონტროლი.
- წარმოდგენილი ხორცის ფასის სისწორის დაცვა.
- მომხმარებლის დახმარება, ხორცის შეძენის პროცესში.
- სისუფთავის და წესრიგის დაცვა საკუთარ სექციაში.
- გამოცდილება ხორცით ვაჭრობის სფეროში.
გაცნობებთ, რომ შპს "ნატურალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!