ხარისხის სამსახურის თანამშრომელი- მცხეთა — ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

ხარისხის სამსახურის თანამშრომელი- მცხეთა

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი - მცხეთა" აცხადებს ხარისხის სამსახურის თანამშრომლის ვაკანსიას

სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. N20

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტის სამედიცინო ისტორიების სისტემატური შემოწმება;
  • შესრულებული სამედიცინო სამუშაოებისა და ჩანაწერების შესაბამისობის კონტროლი;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის სისწორისა და სრულყოფილების შეფასება;
  • ჩატარებული მომსახურების შესაბამისობის გადამოწმება სამედიცინო ჩანაწერებთან;
  • ხარვეზებისა და შეუსაბამობების გამოვლენა და დაფიქსირება;
  • გამოვლენილი ხარვეზების შესახებ შესაბამისი თანამშრომლების ინფორმირება;
  • ხარისხის კონტროლის შედეგების აღრიცხვა და ანგარიშგება;
  • საჭიროების შემთხვევაში, განმეორებითი კონტროლის განხორციელება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • სამედიცინო განათლება;
  • სამედიცინო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ყურადღება და სიზუსტე;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის დაცვა

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ