კატეგორიის მენეჯერი — ჯორჯიტა

ჯორჯიტა

კატეგორიის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სუპერმარკეტების ქსელი "ჯორჯიტა" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე. სუპერმარკეტების ქსელი "ჯორჯიტა" დაარსდა 2001 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ კომპანიას, რომელმაც საქართველოში ევროპული პროდუქციის იმპორტი დაიწყო. დღეს სასურსათო ბაზარზე წარმოდგენილია ევროპული და ქართული პრემიუმ ხარისხის ასორტიმენტით. https://georgita.ge/ სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, კვირაში 40 საათი (09:00 - 18:00 სთ) სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, შარტავას ქ. N40. ძირითადი მოთხოვნები: ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, რითეილ სექტორში ფუდის მიმართულებით. ** აუცილებელია საერთაშორისო სავაჭრო და საბაჟო პროცედურების ცოდნა ** ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა (რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად) ** აუცილებელია Microsoft Office-ის პროგრამების კარგად ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ბაზრის მიმოხილვა და ანალიზი კატეგორიის ჭრილში; ** კატეგორიის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება; ** ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებთან კომერციული, მარკეტინგული საკითხების განხილვა შესყიდვებთან ერთად; ** აქტიური ჩართულობა მერჩენდაიზინგში ბრენდების და პროდუქტების დონეზე; ** პლანოგრამების აწყობაში მონაწილეობის მიღება მერჩენდაიზერთან ერთად; ** კატეგორიის ჭრილში სრულ პორტფელზე ნაშთების კონტროლი, ** ადგილობრივ პროდუქტებზე ნაშთების პერიოდულად კონტროლი და იმპორტზე ყველა შეკვეთის ანალიზი; ** მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგის და გაყიდვების ჯგუფთან, აქციების ინიცირებასა და დაგეგმვაში მონაწილეობა; ** საფასო პოლიტიკის მართვა კატეგორიის ჭრილში, ფასების განსაზღვრა; ** ასორტიმენტისა და გაყიდვების ოპტიმიზაცია; კვირაში ერთი დღე კონკურენტ სუპერმარკეტებში წასვლა და ფასების კონტროლი; ** კვირაში ერთი დღე ფილიალში (ებში) მისვლა და კონტროლი; ** კატეგორიის მართვა ქვეკატეგორიების და საფასო სეგმენტების ჭრილში; ** ახალი ბრენდების ინიცირება და კატეგორიის განვითარება; ** ყოველკვირეული ანალიზი კატეგორიის ჭრილში, ვარგისიანობის ვადების კონტროლი ყველა ბრენდის ჭრილში; ** ნომენკლატურის და ასორტიმენტის მატრიცის ფორმირება ქსელებში თითოეული ფილიალის ჭრილში, კვარტალური ანალიზი-კონტროლი; ** ბრენდმენეჯერებთან ურთიერთობა ნაშთების და ნომენკლატურის მართვის მიმართულებით; ** კატეგორიის ჭრილში ახალ ბრენდებზე და ახალ პოზიციებზე გადაწყვეტილების მიღება და პირველადი შეკვეთების მომზადება;