იმპორტის შესყიდვების მენეჯერი — ჯორჯიტა

ჯორჯიტა

იმპორტის შესყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სუპერმარკეტების ქსელი "ჯორჯიტა" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სუპერმარკეტების ქსელი "ჯორჯიტა" დაარსდა 2001 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ კომპანიას, რომელმაც საქართველოში ევროპული პროდუქციის იმპორტი დაიწყო. დღეს სასურსათო ბაზარზე წარმოდგენილია ევროპული და ქართული პრემიუმ ხარისხის ასორტიმენტით. https://georgita.ge/ სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, კვირაში 40 საათი (09:00 - 18:00 სთ) სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, შარტავას ქ. N40. ძირითადი მოთხოვნები: ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, რითეილ სექტორში ფუდის მიმართულებით. ** აუცილებელია საერთაშორისო სავაჭრო და საბაჟო პროცედურების ცოდნა ** ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა (რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად) ** აუცილებელია Microsoft Office-ის პროგრამების კარგად ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებები; ** ახალი მომწოდებლების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე; ** მომწოდებლებთან პირობების შეთანხმება ფასების, მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შესახებ; ** მომწოდებლისგან შემოთავაზებულ პროდუქტებზე შერჩევაში მონაწილეობა; ** ფასების შედარება სხვადასხვა მომწოდებლების მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე; ** შეკვეთების ფორმირება და განთავსება; ** უცხოეთში პროდუქციის დატვირთვის დაორგანიზება როგორც მთლიანი, ასევე გრუპაჟული ტვირთების; ** იმპორტის დოკუმენტების წინასწარ მოთხოვნა და მიღება, მიღებული დოკუმენტების ბროკერთან წინასწარ გადამოწმება; ** იმპორტისა და განბაჟებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციისა, რესურსისა და პროცედურის უზრუნველყოფა და კონტროლი; ** გადაზიდვების ვადების მონიტორინგი; ** პროდუქციის ეტიკეტირების მონიტორინგი და კონტროლი; ** შემოტანილი პროდუქციის ვადების კონტროლი; ** პროდუქციის და კომპანიის შესახებ მომწოდებლისგან დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა; ** შესყიდვების პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი; ** ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან.