კატეგორიის და ბრენდების განვითარების მენეჯერი — ინტრეიდი

ინტრეიდი — ლოგო
ინტრეიდი

კატეგორიის და ბრენდების განვითარების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენი ისტორია 1998 წელს დაიწყო. კომპანიის პირველი ნაბიჯები ხორცპროდუქტების წარმოებას უკავშირდება, თუმცა წლების განმავლობაში განვითარების შედეგად ჩამოვყალიბდით მრავალპროფილურ ბიზნეს ჯგუფად. დღეს, NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) წარმოადგენს საქართველოში მოქმედ მრავალპროფილურ საინვესტიციო და მმართველობით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან კომპანიებს კვების წარმოების, რითეილის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში. ჩვენი მისიაა ღია და სანდო პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შვილობილი კომპანიების გრძელვადიან განვითარებას და ქმნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ღირებულებებს. NMG ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჯგუფში, დღეს, 10 000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და კომპანიის განვითარებასთან ერთად ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენ ვქმნით მდგრად, ღირებულებებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თუ ეძებ შესაძლებლობას, იმუშაო სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, ინოვაცია და ცოდნის მუდმივი გაღრმავება - შემოგვიერთდი. თანამშრომელი - ჩვენი ძირითადი ღირებულებაა. სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" შვილობილი კომპანია შპს "ინტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის და ბრენდების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე იმპორტის მიმართულებით. სამუშაო ლოკაცია: ფეიქრების ქუჩა #64; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია და ბრენდის განვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. ** ბაზრის მოთხოვნების შესწავლა, კონკურენტების ანალიზი, ახალი ტენდენციების განსაზღვრა და შესაბამისი კვლევების წარმოება საჭიროების შესაბამისად; ** ახალი ბრენდებისა და პროდუქტების მოძიება და პორტფელში ინტეგრირება; ** სავაჭრო წერტილებთან მოლაპარაკების წარმოება და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმა/შეთანხმება; ** დისტრიბუციის არხების მიხედვით გაყიდვების მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი, ბრენდის რეალიზაციის მუდმივი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი აქტივობების გადაგეგმვა; ** პროდუქციის ბრუნვის მონიტორინგი, საქონლის დანაკარგის/ჭარბი პროდუქციის წარმოქმნის მიზეზების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა; ** კატეგორიის განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ახალი ინიციატივების დანერგვა; ** გუნდის მიზნების განსაზღვრა, შესრულების შეფასება და სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან/და მომიჯნავე მიმართულებით; ** მნიშვნელოვანია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა; ** საოფისე პროგრამების (Excel) მაღალ დონეზე ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა; ** გუნდის მართვის გამოცდილება.