მაღაზიის მენეჯერი
შპს " ვიქტორია 98 " (GARDEROBE GROUP) საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop ! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce & Gabbana, Jimmy Choo, ვიქტორია98, ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა "ZEGNA", "HUGO & BOSS" და "PAUL & SHARK". ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება. კომპანია აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სამუშაო გრაფიკი ცვლადი (40 საათიანი სამუშაო კვირა); კვირაში 2 დღე დასვენება ანაზღაურება: 3000 ლარი (გამოსაცდელი ვადა 6 თვე - 2500 ლარი) ფუნქციები და მოვალეობები: ** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი; ** გუნდის მუშაობის სწორად დელეგირება; ** მომსახურების ხარისხის კონტროლი; ** შეკვეთილი პროდუქციის რაოდენობების კონტროლი; ** მაღაზიის ყოველდღიური ნავაჭრის კონტროლი (ნაღდი, უნაღდო). ** ზედნადებების აღრიცხვა; ** არსებული პროდუქციის რაოდენობების სიზუსტის კონტროლი; ** პროდუქციაზე არსებული ფასმაჩვენებლების და განლაგების სიზუსტის კონტროლი; ** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; ** მაღაზიაში პროდუქციის / ინვენტარის ნაკლებობის შესახებ დროული აღრიცხვა; ** მაღაზიის სისუფთავის კონტროლი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (FMG) ** 1C პროგრამის ან სხვა რომელიმე პროგრამის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტულად. ** ინგლისური ენის ცოდნა; ** მომსახურების სტანდარტების (სერვის +) ცოდნა; ** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მომხმარებელთან ურთიერთობის ეთიკის ცოდნა; ** გუნდის მართვის უნარი ახალი თანამშრომელი, რომელიც წარმატებით გაივლის 6-თვიან გამოსაცდელ ვადას, კომპანიის მხრიდან, წახალისების მიზნით, მიიღებს ფულად ჯილდოს 2000 ლარის ოდენობით.